Sunday, December 2, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ  ჩვენს პროექტზე მუშაობა,მივეცით საბოლოო სახე,გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციები,მოვუსმინეთ ერთმანეთს და  მივეცით უკუკავშირი .ტრენინგი უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი იყო,სწავლება მიმდინარეობდა თანამშრომლობისა და ურთიერთსწავლების გზით. ვისწავლეთ თანმიმდევრულად,ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასკოლო პროექტი.მივიღე გამოცდილება ბლოგზე მუშაობაში.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

Saturday, December 1, 2018

მერვე დღის რეფლექსია

დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა,გავწერეთ პროექტის პროცედურები,მოვამზადეთ პროექტის საპრეზენტაციო სლაიდი,გავეცანით მე-7 მოდულის ინფორმაციას ფასილიტაციის შესახებ,გავეცანით მის ნიმუშებს და დავამზადეთ ჩვენი პროექტის ფასილიტაციის ინსტრუმენტი. განვიხილეთ padlet.com.
დავამზადეთ პადლეტი.
Made with Padlet

Sunday, November 25, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ ბლოგზე,ბლოგის ინტერფეისის მოწესრიგებაზე,განვიხილეთ მე-6 მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლებისათვის,ვნახეთ პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ,რესურსების განყოფილებაში დავათვალიერეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტები,შევქმენით ნიმუში სსსმ მოსწავლის დიფერენცირებული მიდგომისათვის.

Saturday, November 24, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით შეფასების ჰოლისტური და ანალიტიკური შეფასების რუბრიკის ნიმუშებს. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის საბოლოო პროდუქტის-პრეზენტაციის- შეფასების რუბრიკაზე.
კრიტერიუმი
4
3
2
1
შინაარსი
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორია შესანიშნავად აცნობიერებს,ვინ იყვნენ ქართველი მეფე-პოეტები,წარმოდგენილი მასალა დალაგებულია თანმიმდევრულად,
ქრონოლოგიურად,
ყურადღება გამახვილებულია როგორც მეფეთა შემოქმედებაზე,აგრეთვე, მათ პოლიტიკურ მოღვაწეობასა და სხვა კულტურულ საქმიანობაზე.
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორია აცნობიერებს,ვინ იყვნენ ქართველი მეფე-პოეტები, წარმოდგენილი მასალა , მართალია, დალაგებულია ქრონოლოგიურად, თუმცა, მეფეთა შემოქმედების გარდა,
ყურადღება შედარებით ნაკლებად აქვს გამახვილებული მათ პოლიტიკურ მოღვაწეობასა და სხვა ტიპის საქმიანობებზე.

მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორიას ელემენტარული წარმოდგენა ექმნება იმაზე, თუ ვინ იყვნენ ქართველი მეფე-პოეტები.ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არეულია. ყურადღება ფაქტიურად მხოლოდ მეფეთა შემოქმედებაზე მახვილდება და არაფერი აქვს ნათქვამი მათ პოლიტიკურ მოღვაწეობასა და სხვა კულტურულ საქმიანობაზე.
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორიას წარმოდგენა არ ექმნება იმაზე, თუ ვინ იყვნენ ქართველი მეფე-პოეტები,ქრონოლოგია დაცული არ არის,მოპოვებული ინფორმაცია ვერ წარმოადგენს სრულყოფილად მეფეთა შემოქმედებასა და პოლიტიკურ საქმიანობას.
გაგება და ანალიზი
მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციით ჩანს,რომ მოსწავლე კარგად იაზრებს საკითხს,ესმის შესწავლილი თემის არსი,სიღრმისეულად იაზრებს  მეფეთა შემოქმედების მოტივებსა და მიმართულებებს. გამოაქვს საკითხთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასკვნები,გამოხატავს პირად დამოკიდებულებასაც.
მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციით ჩანს,რომ მოსწავლე  იაზრებს საკითხს,ესმის შესწავლილი თემის არსი,იაზრებს  მეფეთა შემოქმედების მოტივებსა და მიმართულებებს.გამოაქვს სათანადო დასკვნები.
მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციით ჩანს,რომ მოსწავლე ზერელედ იაზრებს საკითხს, ნაკლებად ესმის შესწავლილი თემის არსი,უჭირს  მეფეთა შემოქმედების მოტივებისა და მიმართულებების გააზრება.არ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ.
მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციით ჩანს,რომ მოსწავლე ვერ იაზრებს საკითხს, ნაკლებად ესმის შესწავლილი თემის არსი,ვერ ახერხებს  მეფეთა შემოქმედების მოტივებისა და მიმართულებების გააზრებას.არ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ.
პრეზენტაციის სტრუქტურა
პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა და მაყურებლის ყურადღებას იქცევს.

ერთი მეფის ისტორიიდან  მეორეზე გადასვლა შეუფერხებლად, ლოგიკურად და შეუმჩნევლად მიმდინარეობს.


მოსწავლე კარგად მომზადებულია ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას დამოკიდებული არაა მულტიმედიურ სლაიდებზე.
პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა და უმეტესწილად იქცევს მაყურებლის ყურადღებას.

ერთი მეფის ისტორიიდან მეორეზე გადასვლა შეუფერხებლად და უმეტესწილად ლოგიკურად მიმდინარეობს.
 

მოსწავლე გარკვეულწილად მზადაა ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას ნაწილობრივ დამოკიდებულია მულტიმედიურ სლაიდებზე.
პრეზენტაციის დასაწყისი გარკვეულწილად  საინტერესოა.

ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა, გარკვეულწილად ლოგიკურად მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ გადასვლები ბუნდოვანია.



ზეპირი პრეზენტაციის წარდგენისას მოსწავლე უმეტესად მულტიმედიურ სლაიდებზეა დამოკიდებული.

პრეზენტაციის დასაწყისი არ არის საინტერესო.

ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა არ ხორციელდება, ან მიმდინარეობს ბუნდოვნად და არალოგიკურად

პრეზენტაციას არ გააჩნია ლოგიკური გეგმა ან დასკვნითი ნაწილი.

მოსწავლე კითხულობდა მულტიმედიური სლაიდებიდან და არ იყო მზად ზეპირი პრეზენტაციისთვის.
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
მოსწავლე მთელი პრეზენტაციის მანძილზე  ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის შესანიშნავი უნარ-ჩვევები: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა და ყველასთვის გასაგებ ხმაზე მეტყველება.
მოსწავლე თითქმის მთელი პრეზენტაციის მანძილზე ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის კარგი უნარ-ჩვევები, მაგრამ ერთ-ერთ ასპექტში ესაჭიროება გაუმჯობესება: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა ან ხმის ტემბრი.
მოსწავლე პრეზენტაციის ზოგიერთი ნაწილის წარდგენისას ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის რამდენიმე ასპექტზე მუშაობა: დგომის პოზა, ვიზუალური კონტაქტი მაყურებელთან, მკაფიო გადმოცემა ან ხმის ტემბრი.
პრეზენტაციის წარდგენისას მოსწავლე ვერ ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის ყველა ასპექტზე მუშაობა: დგომის პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა და ხმის ტემბრი.